კორონავისრუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, სადეზინფექციო სამუშაოები აბაშის მუნიციპალიტეტში გრძელდება.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა დევნილთა საცხოვრებელი კორპუსები.
მერიის მობილური ჯგუფები მოხალისეებთან ერთად, შესაბამისი ეკიპირებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებენ. ინტენსიურად ამუშავებენ ბანკებთან, სავაჭრო ობიექტებთან, აფთიაქებთან მისასვლელებსა და ტროტუარებს. მერიის თანამშრომლები ასევე ახორციელებენ საჯარო სკოლებში სველი წერტილების მშენებლობის მონიტორინგს. ობიექტებზე ტარდება თერმოსკრინინგი და გათვალისწინებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული კორონავირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციები.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერია, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ღონისძიებებს განახორციელებს.
მსგავსი ინფორმაცია:

დღეს აბაშის მუნიციპალიტეტმა ანსამბლ „ფორტეს“ უმასპინძლა

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

რაულ ჩილაჩავას შემოქმედებითი საღამო

აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სამედიცინო გასინჯვებს უფასოდ ჩაატარებენ

ჰუმანიტარული დახმარების პირველი ტვირთი უკრაინაში გასაგზავნად მზად არის

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა აბაშის მუნიციპალიტეტში

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა 2022-2025 წლების ანგარიში წარადგინა

აბაშაში „გმირის დღის“ პრეზენტაცია გაიმართა

თემურ დადიანი პარალიმპიურ თამაშებზე პარა ქროს-ქანთრის დისციპლინაში იასპარეზებს

შეხვედრა ახალგაზრდა სპორტსმენებთან

ვაქცინაციის მარათონი მიმდინარეობს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აბაშაში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა






