ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მთავრობის N2467 განკარგულებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების პროექტის ფარგლებში, სამიქაოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ყურუების უბანში, მდ. კოვზაზე, ახალი ხიდის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ხიდის მშენებლობის მიმდინარეობა აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, პირველ მოადგილესთან, ირაკლი პერტენავასთან, მოადგილესთან, გიგა ჯვარელიასთან, ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსთან, იასონ კიზირიასთან ერთად დაათვალიერა.
მიმდინარე სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს “გარა”.
სამიქაოში, მდ, კოვზაზე არსებული ხიდი, რომელიც სოფლის მოსახლეობას, სახნავ-სათეს სავარგულებთან და საძოვრებთან აკავშირებდა, სტიქიის შედეგად დაზიანდა, მოვარდნილმა წყალმა გამორეცხა ხიდის საყრდენი, შემდეგ ხიდი სრულად დაინგრა.
ასევე, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების პროექტის ფარგლებში, ხიდის მოწყობის სამუშაოები სოფელ გეზათში მიმდინარეობს.

 

მსგავსი ინფორმაცია:
ხელოვნების სკოლის წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

ხელოვნების სკოლის წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

არა ფემიციდს

არა ფემიციდს

აბაშაში გარე განათების ქსელი მოეწყო

აბაშაში გარე განათების ქსელი მოეწყო

“ახალგაზრდული დღეები-2025“-ის ფარგლებში  ფეინთბოლის მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართა

“ახალგაზრდული დღეები-2025“-ის ფარგლებში ფეინთბოლის მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის სპორტსმენებმა წარმატებებს მიაღწიეს

აბაშის მუნიციპალიტეტის სპორტსმენებმა წარმატებებს მიაღწიეს

ხორბლის მოსავლის აღება

ხორბლის მოსავლის აღება

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

გილოცავთ სტუდენტობას!

გილოცავთ სტუდენტობას!

შეხვედრა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებთან დაკავშირებით

შეხვედრა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებთან დაკავშირებით

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ ცვლილებებზე შეხვედრა გაიმართა

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ ცვლილებებზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა

7X7 ფეხბურთის სამოყვარულო ჩემპიონატის „მასტერ ლიგის“  მუნიციპალური ეტაპი დაიწყო.

7X7 ფეხბურთის სამოყვარულო ჩემპიონატის „მასტერ ლიგის“ მუნიციპალური ეტაპი დაიწყო.

დეზინფორმაცია აბაშის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის შესახებ

დეზინფორმაცია აბაშის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის შესახებ

სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება

სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება

Skip to content