ხორბლის მოსავლის აღება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, აბაშაში ანჯელის მასივში ფერმერებს შეხვდა და ხორბლის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო. აბაშაში წელს ხორბალი 200 ჰექტარამდე მიწის ფართობზეა მოყვანილი. ხორბლის მსხვილ მწარმოებლებთან ერთად პროცესს წელს მცირემიწიანი ფერმერებიც შეუერთდნენ. აბაშის მუნიციპალიტეტში ხორბლის მოყვანა ფერმერებმა გასულ წელს განაახლეს.

ნათეს ფართობებზე მოსავლის აღების პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის ლოგისტიკის და სერვისების კომპანიის ტექნიკა. ფერმერები ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მათზე გაწეულ დახმარებას მნიშვნელოვანს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ისარგებლეს, როგორც საწვავის ვაუჩერებით, ასევე აგრო ბარათებით.

,,ჩვენ დღეს ვიმყოფებით აბაშის მუნიციპალიტეტში, სადაც ვხედავთ, რომ სამეგრელოშიც შეიძლება ხორბლის მოყვანა, არა მხოლოდ ხორბლის არამედ სხვა თავთავიანი კულტურის. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ფერმერები ამ საქმეში აქტიურად არიან ჩართულნი, მათ ყავთ ძალიან მაღალ კვალიფიციური კონსულტანტები და სასიხარულოა ის რომ ჩვენი რეგიონი სხვადასხვა სოფლის მეურნეობის კულტურით არ არის წარმოდგენილი“ – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

აბაშაში მხარის რწმუნებულთან ერთად მისი მოადგილეები, მალხაზ თორია და დავით ვერავა, აბაშის მერი ლევან მაკალათია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლაშა შალამბერიძე იმყოფებოდნენ.

მსგავსი ინფორმაცია:
მწუხარებას გამოვთქვამთ - ილია II-ის გარდაცვალების გამო

მწუხარებას გამოვთქვამთ - ილია II-ის გარდაცვალების გამო

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

საახალწლო ღონისძიება გაიმართა

საახალწლო ღონისძიება გაიმართა

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა

31 დეკემბერი-ახალი წლის ღამე!

31 დეკემბერი-ახალი წლის ღამე!

7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა

7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი საკრებულოს წევრებს შეხვდა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი საკრებულოს წევრებს შეხვდა

აბაშაში საშობაო მსვლელობა გაიმართა

აბაშაში საშობაო მსვლელობა გაიმართა

ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტი გაიმართა

ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტი გაიმართა

ფეინთბოლის მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართა

ფეინთბოლის მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართა

ფეინთბოლის მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართა

ფეინთბოლის მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართა

უამინდობისგან შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს

უამინდობისგან შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით პროექტების განხორციელება მიმდინარეობს

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით პროექტების განხორციელება მიმდინარეობს

აბაშაში შშმ ბავშვთა დღის ცენტრი გაიხსნება

აბაშაში შშმ ბავშვთა დღის ცენტრი გაიხსნება

Skip to content