კეთილარის ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვედრა გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ პირველ მოადგილესთან, ირაკლი პერტენავასთან, მოადგილესთან, გიგა ჯვარელიასთან და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენელთან ერთად აბაშიდან კეთილარის ადმინისტრაციული ერთეულის მიმართულებით, „ისუზუს“ ფირმის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი იმ ავტობუსით სატესტო რეჟიმში იმგზავრა, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს რეგიონებისთვის შეიძინეს. მერის თქმით, სულ მალე ავტობუსი კეთილარში კვირაში სამჯერ, სოფელ ეწერის გავლით განახორციელებს მარშრუტს, რითაც ადგილობრივებს მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემა მოუგვარდებათ.
მერი ასევე ადგილობრივებს თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს სოფლის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რაც ძირითადად გაზიფიცირებისა და ინტერნეტიზაციის საკითხს ეხება. მოქალაქეებთან ერთად განიხილეს აღნიშნული პრობლემების მოგვარების გზები. ყურადღება გამახვილდა დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ახალგაზრდების სწავლისა და დასაქმების ხელშეწყობაზე.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წელს დაგეგმილია სოფელ გულეიკარის ახალი სკოლის მშენებლობა, ძველი სკოლა ავარიული იყო და ამიტომ სასწავლო პროცესი ალტერნატიულ ფართში მიმდინარეობს, სასკოლო გარემო პირდაპირ კავშირშია განათლების ხარისხთან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახალგაზრდებმა ისწავლონ უსაფრთხო, მშვიდობიან და პოზიტიურ გარემოში, ჰქონდეთ ხარისხიანი განათლების მიღებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობა, სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის პროექტი, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ სოფლის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისათვის, “-განაცხადა გიგა გაბელაიამ.
ამავე დღეს გიგა გაბელაია სოფელ გულეიკარის წმ. გიორგის სახელობის ტაძარს ეწვია, სადაც ეკლესიის მოძღვრის, დეკანოზ კონსტანტინე კაჭარავას და მრევლის ინიციატივით სატრაპეზო იმ ნატაძრალი მასალისგან შენდება, რომლითაც 100 წლის წინ სოფელ კოდორის სკოლა აშენდა და გასულ წელს ავარიულობის გამო დაშალეს.
მერმა ეკლესიის მოძღვართან ერთად, საკურთხევლის მოხატულობაც დაათვალიერა, რომლის მოხატვაც მრევლის, ლევან კაჭარავას შემოწირულობით სულ ახლახანს დასრულდა.

მსგავსი ინფორმაცია:
თეა წულუკიანმა  სეფიეთის  მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი მოინახულა

თეა წულუკიანმა სეფიეთის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი მოინახულა

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია მოსახლეობის წინაშე გაწეული საქმიანობის ანგარიშით წარდგა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია მოსახლეობის წინაშე გაწეული საქმიანობის ანგარიშით წარდგა

აბაშაში უფასო სამედიცინო სკრინინგი გაიმართება

აბაშაში უფასო სამედიცინო სკრინინგი გაიმართება

მუსიკალური სპექტაკლის ჩვენება გაიმართა

მუსიკალური სპექტაკლის ჩვენება გაიმართა

მუნიციპალიტეტებში მოხალისეთა ჯგუფები შეიქმნა

მუნიციპალიტეტებში მოხალისეთა ჯგუფები შეიქმნა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა

რა კეთდება აბაშელებისთვის 2013-2020 წლები

რა კეთდება აბაშელებისთვის 2013-2020 წლები

,,მოხალისე წყლის ადვოკატები

,,მოხალისე წყლის ადვოკატები"

აბაშაში სამხედრო ტექნიკა პირველად გამოიფინება

აბაშაში სამხედრო ტექნიკა პირველად გამოიფინება

აბაშა 2025 წლის მოლოდინში

აბაშა 2025 წლის მოლოდინში

წარმატებული მასწავლებლების დაჯილდოება გაიმართა

წარმატებული მასწავლებლების დაჯილდოება გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში ახალი აგრობაზრის მშენებლობა დაიწყო

აბაშის მუნიციპალიტეტში ახალი აგრობაზრის მშენებლობა დაიწყო

აბაშის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს

Skip to content