შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს 2025 წლის პირველი სხდომა გაიმართა.
სხდომას, აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, შშმ პირთა ორგანიზაცია „სიკეთის მაძიებლის“ თავმჯდომარე, ირაკლი ჭანტურია და საბჭოს სხვა წევრები ესწრებოდნენ.
სხდომაზე წარმოდგენილ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: აბაშის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის 2024 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული, მუნიციპალური სოციალური პროგრამების შესრულებისა და აქტივობების ანგარიში, აბაშის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2025 წლის სამოქმედო გეგმა.
საბჭოს წევრებმა განიხილეს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული მუნიციპალური სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები, რომელიც ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერას ადგილობრივ დონეზე, შშმ პირების მისაწვდომობის გარანტიების გაძლიერებას ადმინისტრაციული და სხვა ღონისძიებების გატარების საშუალებით.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content