აბაშის მუნიციპალიტეტში, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით მოეწყო სიმბოლური აქცია-,,ფერადი წინდების დღე“, რომელიც საზოგადოების ცნობიერების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად – რათა დაინგრეს სტერეოტიპები და არასწორი შეხედულებები დაუნის სინდრომის მქონე პირებზე.
2025 წლის მთავარი გზავნილია: „გავაუმჯობესოთ მხარდამჭერი სისტემები“.
ეს გზავნილი ხაზს უსვამს, რომ დაუნის სინდრომის მქონე პირებისთვის აუცილებელია ძლიერი, მორგებული და უწყვეტი მხარდაჭერის სისტემები, რომლებიც მათ ცხოვრებას უფრო დამოუკიდებელს, ხარისხიანსა და სრულფასოვანს გახდის.
ღონისძიებაში ჩაერთვნენ საჯარო სკოლების მოსწავლეები, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები.
მოეწყო შემოქმედებითი პერფორმანსი – ,,ბოდი არტის“ ერთ-ერთი სახეობა ,,ხელის ანაბეჭდით ხატვა“ დიდი ზომის ტილოზე, მონაწილეებმა ერთობლივად შექმნეს ნახატი-ანაბეჭდი, რომელიც გამოხატავს ჩვენს განსხვავებულობას და სიმბოლიზებას უკეთებს მხარდაჭერასა და თანასწორობას.
მოსწავლეებმა სიმბოლურად, ცაზე 21 ფერადი ჰელიუმის ბუშტი გაუშვეს, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების სოლიდარობისა და მხარდაჭერის ნიშნად. დარიგდა საინფორმაციო ფლაერები.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე ყოველწლიურად აღინიშნება 21 მარტს. ეს თარიღი სიმბოლურად შეირჩა, რადგან დაუნის სინდრომის გენეტიკური თავისებურება დაკავშირებულია 21-ე ქრომოსომის ტრისომიასთან.
დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.
მსგავსი ინფორმაცია:

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, ბალახის ჰოკეის 16 წლამდე გოგონათა და ვაჟთა აბაშის გუნდის...

შშმ პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმა

აბაშაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება

კამპანიას -”დავასუფთაოთ მსოფლიო“აბაშაც შეუერთდა.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

„ახალგაზრდული დღეების“ ფარგლებში მინი ფეხბურთის ჩემპიონატი გაიმართა

დღეს საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გა...

აბაშაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა

ეთნოსპორტის ფესტივალი „აბაშა -2025“ გაიმართება

საახალწლო დღეები იწყება

აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას იუბილე აღინიშნა

საქართველო ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალშია

სამიქაო-მაიდნის ადმინისტრაციულ ერთეულში მდ. ცხენისწყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს





















