31 მარტი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეა

დღეს აბაშის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის, რეფერენდუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ირაკლი პერტენავამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, გელა ხოშტარიამ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას პატივი მიაგეს, ყვავილებით შეამკეს საქართველოს ეროვნულ გმირთა, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის მემორიალური ქვა.
ღირსსახსოვარი თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სოფელ ძვ. აბაშაში, კლასიკოსი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმში გაიმართა. წარმოდგენილ იქნა პირველი პრეზიდენტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და ვიდეო კოლაჟები. გამომსვლელებმა ისაუბრეს საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღის შესახებ და ზვიად გამსახურდიას წვლილზე საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენაში.
პირველი პრეზიდენტის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, მერის მოადგილე, გიგა ჯვარელია, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
1991 წლის 31 მარტს, ჩატარებულ რეფერენდუმზე, მოქალაქეთა 98,9 პროცენტმა დადებითი პასუხი გასცა კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“.
რეფერენდუმის შედეგები საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი გახდა. საქართველოს პირველ პრეზიდენტს, მწერალს, მთარგმნელს, დისიდენტს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს ეროვნულ გმირს, ზვიად გამსახურდიას 85 წელი შეუსრულდებოდა.

 

მსგავსი ინფორმაცია:
აბაშის მუნიციპალიტეტში ,,ევროპის დღეები ჩატარდა

აბაშის მუნიციპალიტეტში ,,ევროპის დღეები" ჩატარდა

აბაშის მუნიციპალიტეტში, ,,ღამის შოუს ბენდის კონცერტი გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში, ,,ღამის შოუს" ბენდის კონცერტი გაიმართა

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) სამღვდელოებასთან ერთად წირვა აღასრულა.

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) სამღვდელოებასთან ერთად წირვა აღასრულა.

ვაკანსია

ვაკანსია

აბაშის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება დაიწყო

აბაშის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება დაიწყო

მერის მილოცვა სკოლადამთავრებულებს

მერის მილოცვა სკოლადამთავრებულებს

აბაშის პირველ საჯარო სკოლაში გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს

აბაშის პირველ საჯარო სკოლაში გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს

ტრენინგი მოხალისეთა ჯგუფისთვის

ტრენინგი მოხალისეთა ჯგუფისთვის

120-კმ გზაზე  გარე განათების ქსელი მოეწყო

120-კმ გზაზე გარე განათების ქსელი მოეწყო

შეხვედრა აწარმოე საქართველოს ფარგლებში

შეხვედრა აწარმოე საქართველოს ფარგლებში

„ახალგაზრდული დღეები-აბაშა 2023“-ის ფარგლებში მუნიციპალური ჩემპიონატი მინი ფეხბურთში გაიმართა

„ახალგაზრდული დღეები-აბაშა 2023“-ის ფარგლებში მუნიციპალური ჩემპიონატი მინი ფეხბურთში გაიმართა

საახალწლო კონცერტი აბაშაში

საახალწლო კონცერტი აბაშაში

„ცედაკამ“ დევნილ და ადგილობრივ მოსახლეობას დახმარება გაუწია.

„ცედაკამ“ დევნილ და ადგილობრივ მოსახლეობას დახმარება გაუწია.

ეს დღე ჩვენია

ეს დღე ჩვენია

Skip to content