ძვირფასო აბაშელებო, გილოცავთ ახალ 2025 წელს! ვულოცავ ემიგრაციაში მცხოვრებ თანამემამულეებს, ვულოცავ იმ ადამიანებს, რომლებიც მოქალაქეების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნავენ, საამაყო ჯარისკაცებს, პედაგოგებს, ვულოცავ ყველას, ვინც ღირსეულად ემსახურება ჩვენს ქვეყანას!
ახალ წელს ვულოცავ ჩვენს ძირძველ კუთხეებს აფხაზეთს და ოსეთს. გვჯერა, რომ ჩვენ გავმთლიანდებით და ერთად შევქმნით ჩვენი ქვეყნის მომავალს.
2024 წელს, ერთობლივი ძალისხმევით შევძელით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებისა და ჩვენს მოქალაქეებზე მორგებული სოციალური და ჯანდაცვის პროექტებისა და პროგრამების განხორციელება. ასევე წარმატებით განხორციელდა არაერთი სახელმწიფო პროგრამა.
2024 წელს აბაშის მუნიციპალიტეტში ასფალტო ბეტონის საფარი დაიგო 30 კმ-მდე გზაზე, მოეწყო ხიდები და ხიდ-ბოგირები. აშენდა ხელოვნურსაფარიანი სამი მინი სტადიონი, შენდება 4 ახალი საბავშვო ბაღის შენობა, რეაბილიტაცია უტარდება 3 საბავშვო ბაღის შენობას, დასრულდა 200 მოსწავლეზე გათვლილი სოფელ მარნის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, კიდევ მიმდინარეობს 3 სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობით, აბაშის მუნიციპალიტეტში სოფელ მარნის კულტურის სახლის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.
დარწმუნებული ვარ, მომავალი წელი იქნება კიდევ უფრო მეტი აღმშენებლობის და კეთილდღეობის მომტანი.
2025 წელი მშვიდობის, ბედნიერების და წინსვლის წელი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის! ჩვენ ერთად შევძლებთ დასახული მიზნების მიღწევას ჩვენი მუნიციპალიტეტის წინსვლისა და განვითარებისთვის.
გისურვებთ ჯანის სიმრთელეს, ბარაქით, სიკეთით, სიხარულით, სიყვარულით აღსავსე დღეებს, წინსვლას და წარმატებას!
გიგა გაბელაია,
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი.
მსგავსი ინფორმაცია:

უამინდობისგან შექმნილი პრობლემები აღმოფხვრილია

აბაშელმა კინგ-ბოქსიორებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვეს

სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

ლიტერატურული საღამო გაიმართა

ფოლკლორის VII საერთაშორისო ფესტივალი

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა

ძვ. აბაშის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, ცოტნე პერტენავა წარადგინეს

ახალი საცხოვრებელი სახლები აშენდა

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში, შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების დღესთან დაკავშირებით „ბოჩაში“ სამოყვარულო ...

შეხვედრები გაიმართა სუჯუნის, ზანათისა და წყემის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

რაულ ჩილაჩავას შემოქმედებითი საღამო

