აბაშის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, ნატალია გელიტაშვილთან ერთად სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს ნოღოხაშის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლიდან მიულოცა.
წელს 145-მა პირველკლასელმა შეაღო სკოლის კარები, რომელთაც პორტაბელური კომპიუტერები (ბუკი) გადაეცათ, ასევე კომპიუტერები გადაეცათ პირველი კლასის დამრიგებლებს.
შენდება სოფელ კეთილარის შერწყმული (გულეიკარის დაწყებითი კორპუსი) სკოლა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა როგორც ნოღოხაშის, ასევე სეფიეთისა და მარნის სკოლებს, უახლოეს პერიოდში დაიწყება მეორე საჯარო სკოლის მშენებლობა.
მიმდინარეობს ოთხი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა: ნაესაკოვოში, კეთილარში, სუჯუნასა და სამიქაოში. რეაბილიტაცია უტარდება სამ საბავშვო ბაღს: მარანში, მაიდანსა და ქალაქის პირველ ბაგა-ბაღს.
თითოეული მოსწავლე უზრუნველყოფილია სასკოლო წიგნებით. მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მოსწავლეები და პედაგოგები სარგებლობენ უფასო ტრანსპორტირებით.
აბაშის მერია 2024-2025 სასწავლო წლის სსიპ აბაშის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებში მოიპოვეს 100%, 70% და 50% სასწავლო გრანტი, ფულად ჯილდოს გადასცემს.
მშვიდობიან, ნაყოფიერ და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!
მსგავსი ინფორმაცია:

იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები საჯარო მოხელეებს შეხვდნენ

ბრწყინვალე აღდგომას გილოცავთ

სპექტაკლ „ხალდეს“ პრემიერა აბაშაში

მერიის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

ტყვირში N5 ქუჩიდან, მაცხოვრის სახელობის XIV საუკუნის ტაძრამდე, ცემენტო-ბეტონის საფარის დაგება მიმდი...

დღეს საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გ...

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით წარმატებული სტუდენტები დაჯილდოვდებიან


აბაშის მუნიციპალიტეტში გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

მაგიდის ჩოგბურთში ღია პირველობა გაიმართა
















