აბაშის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გაწმენდით და აღდგენით სამუშაოებში ჩართულია ყველა შესაბამისი მუნიციპალური სამსახური, მუშაობს ტექნიკა.
სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ და დაზიანებულ ინფრასტრუქტურას, აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან, გიგა გაბელაიასთან ერთად ადგილზე გაეცნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონული კოორდინაციის სამმართველოს უფროსი, შოთა კაკაბაძე, სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი.
გუშინ მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა აბაშის მუნიციპალიტეტში. ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარეები: კოვზა, ცხენისწყალი, აბაშა, რიონი, ნოღელა.
დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სახნავ-სათესი სავარგულები, თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა: ხიდები, ხიდ-ბოგირები. ძლიერმა ქარმა და წვიმამ სახურავი გადახადა და დააზიანა კერძო საცხოვრებელი სახლები და ქალაქში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები.
მსგავსი ინფორმაცია:

რკინიგზის სადგურის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

სოფელ მაიდანში ასფალტის საფარი დაიგო

შეხვედრა ვაქცინაციასთან დაკავშირებით

წარმატებული მასწავლებლების დაჯილდოება გაიმართა

გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა

დღეს აბაშის მუნიციპალიტეტში ლაშა შალამბერიძემ თხილის წარმოების სუბსიდირების პროგრამასთან დაკავშირები...

დასუფთავების მსოფლიო დღე

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღინიშნა

გზების რეაბილიტაცია გრძელდება

აბაშის საცხენოსნო იპოდრომზე ხალხური ცხენოსნობის ტრადიციული ფესტივალი გაიმართება

ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს












