აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ბესიკ კუსიდი, მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი, ილია ინჯია და თამარ მეფის ქუჩაზე არსებულ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში იმყოფებოდნენ, სადაც აფხაზეთიდან დროებით დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს დევნილებისთვის არსებულ ყოველდღიურ გამოწვევებსა და საჭიროებებზე. ხელისუფლების წარმომადგენლები პირადად გაეცნენ მათ საცხოვრებელ პირობებს და პრობლემები მოისმინეს. აღინიშნა, რომ შენობა, სადაც ისინი ცხოვრობენ შესაბამის პირობებს ვერ აკმაყოფილებს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა დევნილ ოჯახებს განუცხადეს, რომ მათი პრობლემები ყურადღების გარეშე არ დარჩება და ერთობლივი მხარდაჭერის შედეგად მიეცემათ სათანადო პირობებში ცხოვრების შესაძლებლობა.
ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მიზანია, გააუმჯობესოს დევნილთა საცხოვრებელი პირობები და უზრუნველყოს მათი ღირსეული, უსაფრთხო და სტაბილური ცხოვრება.
მსგავსი ინფორმაცია:

აბაშის სასკოლო იუმორისტული ფესტივალი გაიმართება

დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან - არსებული საკონსულტაციო ორგანოს - სამხარეო სა...

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 500 000 ლარი დაიხარჯება.

აბაშის სოფლებში 15 კილომეტრამდე მოცულობის გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში სოფო და ბორის ბედიების კონცერტი გაიმართება

ფეინთბოლის მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა

პირველი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფი...

25 მარტი - ავტოკეფალიის აღდგენის დღე

აბაშის მუნიციპალიტეტში საახალწლო კონცერტი გაიმართა

განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები

აბაშის იპოდრომზე დოღი გაიმართა

რეგიონული თამაშები მაგიდის ჩოგბურთში გაიმართა






