
შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ფოიეში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მიმართ განხორციელებული ღონისძიებების ამსახველი ფოტო-მასალის გამოფენა მოეწყო. ასევე, მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ტრენინგი თემაზე: ,,ინკლუზიური განათლება“, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტრენინგს ესწრებოდნენ: სპეციალური მასწავლებლები, საჯარო სკოლების დირექტორის მოადგილეები სასწავლო-აღმზრდელობით დარგში, ცალკეული საგნის მასწავლებლები, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. შეხვედრას უძღვებოდა მოწვეული ტრენერი, ,,მშობელთა, მასწავლებელთა და მოსწავლე -ახალგაზრდობის ასოციაციის“ დირექტორი, ქეთევან ჟვანია.
შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
მსგავსი ინფორმაცია:

ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

ვაკანსია მუნიციპალიტეტის მერიაში

შეხვედრა ეწერის საჯარო სკოლაში

აბაშის საცხენოსნო იპოდრომმა საქართველოს 2025 წლის თასის გათამაშებას უმასპინძლა

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მორიგი ეტაპი იწყება

ხორბლის მოსავლის აღება

განცხადება

აბაშის მუნიციპალიტეტში, ქოლობნის ადმინისტრაციულ ერთეულში, აგრობაზარი გაიხსნა

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა აბაშის მუნიციპალიტეტში

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აბაშის მუნიციპალიტეტში

14 აპრილს დედაენის დღე აღინიშნება

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ ცვლილებებზე შეხვედრა გაიმართა

არა ფემიციდს
