აბაშის მუნიციპალიტეტში თანამედროვე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა დაიწყო.
პროექტი მოიცავს 300 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნებს, სრულად აღჭურვილ გასახდელებსა და დამხმარე ინფრასტრუქტურას.
ახალი სპორტული სივრცე არა მხოლოდ ხელს შეუწყობს რეგიონში ფეხბურთის განვითარებას, არამედ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასაც.
პროექტის მიზანია, რომ აბაშა იქცეს სპორტული აქტივობების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად, სადაც ადგილობრივი გუნდები და სპორტსმენები შეძლებენ პროფესიულ დონეზე ვარჯიშსა და თამაშს.
მშენებლობის მიმდინარეობა დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ილია ინჯიამ, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
მსგავსი ინფორმაცია:

9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში (FAO) პროექტის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ანგარიშის წარდგენა გაიმართება

14 აპრილს დედაენის დღე აღინიშნება

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, ტყვირის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა და მე...

აბაშის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მიმდინარეობს

აბაშაში ჯგუფ „იბერიას“ კონცერტი გაიმართა

საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

გახდი შენი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდა დელეგატი

სოფელ მარნის უნიკალური კულტურის სახლის რეაბილიტაცია იწყება

აბაშის მუნიციპალიტეტში გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

აბაშის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

აბაშა 2024 წლის მოლოდინში















