ხვალიდან, 1 ივლისიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 250 ლარი ხდება (ზრდა +30 ლარი), ისარგებლებს დაახლოებით 410 ათასზე მეტი პენსიონერი.
მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის კი პენსია 300 ლარი იქნება, გამომდინარე იქედან, რომ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის თანახმად, მთაში მცხოვრებ საპენსიო ასაკს მიღწეულ პირებს ეძლევათ ყოველთვიური დანამატი სახელმწიფო პენსიის 20%-ის ოდენობით.
2021 წლის იანვრიდან, იგეგმება პენსიების ინდექსაციის წესის შემოღება რომლის მიხედვით:
► ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლისა, ანუ ფასების ზრდა გავლენას ვეღარ მოახდენს რეალური პენსიის მოცულობაზე;
► 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის ინფლაციას დაემატება რეალური ეკონომიკური ზრდის 80%, ანუ პენსიის ყოველწლიური ზრდა იქნება ინფლაციაზე მაღალი;
► მიუხედავად ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის პარამეტრებისა, პენსიის ზრდა არ იქნება 20 ლარზე ნაკლები, ხოლო 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პენსიონერებისთვის 25 ლარზე ნაკლები.
მსგავსი ინფორმაცია:

2025 წლის მუნიციპალური სოციალური პროგრამები

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა...

გილოცავთ 26 მაისს

მიწის სისტემური რეგისტრაციის საველე სამუშაოები დაიწყო აბაშის მუნიციპალიტეტში

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, სოფელ გულეიკარის დაწყებითი სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეთა მშობლებს შე...

აბაშის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

აბაშის მუნიციპალიტეტში, ძვ. აბაშის ადმინისტრაციულ ერთეულში, N8 ქუჩაზე, შესახვევებთან ერთად, ასფალტო-...

დღეს ვეტერანის დღეა, გილოცავთ ძვირფასო ვეტერანებო ამ დღეს

„აბაშობა-2025“ "თბილისური კვარტეტის" გალა კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა

ქალთა დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

სახალხო დღესასწაული „აბაშობა- 2025“ გაიმართება

სახალხო დღესასწაული "კონსტანტინეობა" -2025 გაიმართა

აბაშელები ანზორ ერქომაიშვილს გამოემშვიდობნენ

