ძვირფასო აბაშელებო!
გილოცავთ სახალხო დღესასწაულს – „აბაშობას“!
ეს დღე განსაკუთრებულია თითოეული ჩვენგანისთვის. იგი ჩვენი ისტორიის, ტრადიციების, კულტურული მემკვიდრეობისა და საერთო ღირებულებების სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატულებაა. „აბაშობა“ კიდევ ერთხელ გვაერთიანებს მშობლიური ქალაქისა და მუნიციპალიტეტის სიყვარულით.
ჩვენი პრიორიტეტი აბაშის განვითარება და თითოეული მოქალაქისთვის უკეთესი საცხოვრებელი გარემოს შექმნაა. საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტში აქტიურად იგეგმება და ხორციელდება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები – ეწყობა და რეაბილიტირდება საგზაო ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი სივრცეები, ვითარდება საგანმანათლებლო, სპორტული და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები. თითოეული განხორციელებული პროექტი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი მუნიციპალიტეტის კეთილდღეობისა და განვითარების გზაზე.
,,აბაშობას“ განსაკუთრებული პატივისცემით ვულოცავ ჩვენს ღვაწლმოსილ მოქალაქეებს, თითოეულ ადამიანს, ვინც საკუთარი პროფესიული საქმიანობით, ნიჭითა და თავდადებით ემსახურება მშობლიურ ქალაქს, მის განვითარებასა და კეთილდღეობას. თქვენი შრომა, გამოცდილება და ერთგულება ჩვენი მუნიციპალიტეტის უმთავრესი სიმდიდრეა.
მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით, ურთიერთპატივისცემითა და სიყვარულით კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს მუნიციპალიტეტს, შევინარჩუნებთ მის ტრადიციებს და არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწევთ.
გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, კეთილდღეობას, ოჯახურ ბედნიერებასა და წარმატებებს!
გიგა გაბელაია,
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი
მსგავსი ინფორმაცია:

ბრძანება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასახლებების საერთო კრებების ჩატარების შესახებ 2026 ...

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა აბაშის მუნიციპალიტეტში

სოფელ მაიდანში ასფალტის საფარი დაიგო

ახალგაზრდული დღეები აბაშა-2026 წელი

საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

აბაშის საცხენოსნო იპოდრომმა ეთნოსპორტის ფესტივალს „აბაშა – 2026“ უმასპინძლა

სოფელ მაცხოვრის კარში ახალი სკოლა შენდება

ფონდ „ცედაკას“ ქველმოქმედება

მარნის კულტურის სახლი საზეიმოდ გაიხსნა

რეგიონული თამაშები მაგიდის ჩოგბურთში გაიმართა

აბაშის საცხენოსნო იპოდრომზე დოღი გაიმართა

აბაშელი ფეხბურთელები პროფესიულ ლიგაში ითამაშებენ

აბაშის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს

