მარნის კულტურის სახლი საზეიმოდ გაიხსნა

მარნის ახლად რეაბილიტირებული კულტურის სახლი საზეიმოდ გაიხსნა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობით, აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარნის კულტურის სახლის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მაკა გურგენიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა, საქართველოს პარლამენტის წევრი ბეჟან წაქაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფოს რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ვიბლიანი, აბაშის მუნიციპალიტეტის მერი გიგა გაბელაია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილეები: ნინო გულოშვილი, ლადო გაბოძე, პაატა გაფრინდაშვილი, ასევე _ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს არქიტექტორები და სხვა მიწვეული სტუმრები.
კულტურის სახლის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრთან არსებულმა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა „ჰარირამ“ და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აბაშის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა.
კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები სამ ეტაპად ჩატარდა და განხორციელდა შენობის როგორც ინტერიერის, ისე ექსტერიერის სრული რეაბილიტაცია ყველა თანამედროვე სტანდარტის გათვალისწინებით, კერძოდ: მოეწყო ახალი გადახურვა, სცენა ახალი განათება-გახმოვანების სისტემებით, აღდგა შენობის ისტორიული იერსახე, შენარჩუნდა შენობის ექსტერიერსა და ინტერიერში შემორჩენილი თითოეული არქიტექტურული თუ მხატვრული ელემენტი.
აღსანიშნავია, რომ კულტურის სამინისტროს ინიციატივით მარნის კულტურის სახლის რეაბილიტაციის პროექტი 2021 წლის დეკემბერში შემუშავდა და შემდეგ ეტაპობრივად დაიწყო რეაბილიტაციის სამუშაოები. ტენდერი სსიპ-მა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა, ხოლო სამუშაოები შპს „იუკონი და კომპანიამ“ შეასრულა.
რეაბილიტაციის სრული ღირებულებაა 4 466 815 ლარი.
ახლად რეაბილიტირებული კულტურის სახლი თანამედროვე სტანდარტის მულტიკულტურულ ცენტრად იქცევა და რეგიონის არაერთ მნიშვნელოვან და საინტერესო კულტურულ პროექტს უმასპინძლებს. ამ გამორჩეულ შენობას 2016 წელს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

 

მსგავსი ინფორმაცია:
გილოცავთ შობა-ახალ წელს

გილოცავთ შობა-ახალ წელს

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი გაეროს განვითარების პროგრამის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობ...

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი გაეროს განვითარების პროგრამის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობ...

გილოცავთ საქართველოს  დამოუკიდებლობის  აღდგენის დღეს, ჩვენს უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, ჩვენს უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს

აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკვერების მოწყობის სამუშაოები დაიწყო

აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკვერების მოწყობის სამუშაოები დაიწყო

მერი ამომრჩევლის წინაშე ანგარიშით წარსდგება

მერი ამომრჩევლის წინაშე ანგარიშით წარსდგება

შეხვედრა ტექნიკით აღჭურვის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით

შეხვედრა ტექნიკით აღჭურვის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით

დღეს პოლიციელის დღე აღინიშნება

დღეს პოლიციელის დღე აღინიშნება

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში დასახლების საერთო კრებები იწყება

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში დასახლების საერთო კრებები იწყება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესი დაიწყო

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესი დაიწყო

ინფრასტრუქტურის მინისტრი აბაშაში

ინფრასტრუქტურის მინისტრი აბაშაში

დღეს საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის და  საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გ...

დღეს საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გ...

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

12 ივნისს მეხანძრე-მაშველის დღე აღინიშნება

12 ივნისს მეხანძრე-მაშველის დღე აღინიშნება

აბაშობა-2025

"აბაშობა-2025"

Skip to content