„აბაშობა – 2026“-ის ფარგლებში „საპატიო აბაშელის“ წოდების მფლობელები დასახელდნენ

აბაშის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „აბაშობა -2026“ საზეიმოდ აღინიშნება.
დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა „საპატიო აბაშელის“ წოდების მინიჭების ცერემონია.
,,გილოცავთ სახალხო დღესასწაულს ,,აბაშობას“! ეს დღე ჩვენი ქალაქის ისტორიის, ტრადიციების, კულტურისა და იმ ადამიანების პატივისცემის დღეა, ვინც საკუთარი შრომითა და ღვაწლით ქმნის აბაშის წარმატებულ მომავალს, რომლებმაც თავიანთი პროფესიული საქმიანობით, მიღწევებითა და საზოგადოებრივი ღვაწლით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქვეყნისა და მშობლიური კუთხის განვითარებაში, განსაკუთრებით ვულოცავ თითოეულ აბაშელს, ვისი სიყვარულით, ერთგულებითა და შრომითაც ჩვენი მუნიციპალიტეტი ვითარდება და წინ მიიწევს, ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ,“ – აღნიშნა თავის გამოსვლაში გიგა გაბელაიამ.
„საპატიო აბაშელის“ წოდება მიენიჭათ:
სპარტაკ ქობულიას – საქართველოს დამსახურებულ ჟურნალისტს, ქართული კულტურის ამაგდარს, ნიკო ნიკოლაძის, ილია ჭავჭავაძისა და ექვთიმე თაყაიშვილის პრემიების, ასევე ჟურნალისტთა საერთაშორისო პრემიის – „ოქროს ფრთის“ ლაურეატს, ღირსების ორდენის კავალერს, ქართულ პუბლიცისტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მშობლიური კუთხის ღირსეულად წარმოჩენისთვის.
კახაბერ (კახა) კაჭარავას – ქართული ფეხბურთის გამორჩეულ წარმომადგენელს, რომელიც 1984 წელს აბაშის „ავტომობილში“ თამაშობდა. სხვადასხვა დროს იცავდა საქართველოს, კვიპროსის, თურქეთისა და გერმანიის საფეხბურთო კლუბების, ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას. არის საქართველოს სამგზის ჩემპიონი და წარმატებული მწვრთნელი. ხელმძღვანელობდა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს, საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“, ზუგდიდის „ოდიში 1919-სა“ და თბილისის „დინამოს“. „საპატიო აბაშელის“ წოდება მიენიჭა სპორტული მიღწევებისა და აბაშის ღირსეულად წარმოჩენისთვის.
დეკანოზ კონსტანტინე კაჭარავას – აბაშის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრისა და გულეიკარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოძღვარს, ღვთისა და წმინდა ეკლესიისადმი ერთგულ მსახურსა და სულიერ მოღვაწეს, მკვლევარს, წიგნების – „ესე სოფელი კეთილ არს“ და „სუჯუნის წმინდა გიორგის ეკლესიის ისტორიის“ ავტორს, აბაშის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის შემქმნელს. წოდება მიენიჭა აბაშის ისტორიული წარსულის კვლევაში, კულტურულ – საგანმანათლებლო საქმიანობასა და მშობლიური კუთხის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
აღსანიშნავია, რომ მამა კონსტანტინეს თაოსნობითა და ძალისხმევით, სოფელ გულეიკარში მოეწყო საინტერესო, ავთენტური პატარა მუზეუმი, რომელიც ადგილობრივი ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას ემსახურება.
აბაშის მუნიციპალიტეტი ულოცავს „საპატიო აბაშელის“ წოდების მფლობელებს ამ მნიშვნელოვან აღიარებას და უსურვებს მათ ჯანმრთელობას, წარმატებებსა და მრავალ სასიკეთო საქმეს მშობლიური კუთხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

 

მსგავსი ინფორმაცია:
უანგარო დონაციის აქცია, „გაიღე სისხლი, გაუზიარე სიცოცხლე“ გაიმართა

უანგარო დონაციის აქცია, „გაიღე სისხლი, გაუზიარე სიცოცხლე“ გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის ხელოვნების განვითარების სკოლის დარბაზში გაიმართა ღონისძიება ,,სამი სავარძელი ...

აბაშის მუნიციპალიტეტის ხელოვნების განვითარების სკოლის დარბაზში გაიმართა ღონისძიება ,,სამი სავარძელი ...

ფრენბურთის მუნიციპალური ჩემპიონატი დაიწყო

ფრენბურთის მუნიციპალური ჩემპიონატი დაიწყო

შეხვედრა კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით

შეხვედრა კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით

გაზიფიცირების სამუშაოები

გაზიფიცირების სამუშაოები

შეხვედრა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან

შეხვედრა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან

აბაშის  მუნიციპალიტეტში ქართული ცეკვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში ქართული ცეკვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

აბაშის მერიამ გარე-განათების სამუშაოებისათვის ამწე-კალათა შეიძინა

აბაშის მერიამ გარე-განათების სამუშაოებისათვის ამწე-კალათა შეიძინა

ვაკანსია მუნიციპალიტეტის მერიაში

ვაკანსია მუნიციპალიტეტის მერიაში

ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საკრებულოს N2 სხდომა.

საკრებულოს N2 სხდომა.

სტიქია აბაშაში

სტიქია აბაშაში

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური სასადილოს ბენეფიციარებს სააღდგომო საჩუქრები გადასცა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური სასადილოს ბენეფიციარებს სააღდგომო საჩუქრები გადასცა

Skip to content