„აბაშობა – 2026“-ის ფარგლებში მადლობის სიგელების მფლობელები დასახელდნენ

„აბაშობის“ დღესასწაულზე მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული მრავალწლიანი, ერთგული და ნაყოფიერი საქმიანობისთვის აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ:
გულნარა გეგეჭკორი – სკოლამდელი აღზრდის სფეროში მრავალწლიანი და წარმატებული საქმიანობისთვის, მაღალი პროფესიონალიზმის, საქმისადმი ერთგულებისა და მომავალი თაობების აღზრდისა და განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
მარგალიტა რატიანი – გაუწყინარის საბავშვო ბაღის აღმზრდელი, სკოლამდელი აღზრდის სფეროში ნაყოფიერი მოღვაწეობისა და მომავალი თაობების აღზრდისა და განვითარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
მარინე კარაპეტოვი – აბაშის ხელოვნების სკოლის დამაარსებელი და პედაგოგი, 50 – წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობისა და მუნიციპალიტეტში სახელოვნებო განათლების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
სასოფლო ფოლკლორული ანსამბლი „სუჯუნა“ – დიდი ლოტბარის, ლომინ გუგუშვილის მიერ დატოვებული მდიდარი მუსიკალური მემკვიდრეობის გაგრძელების, უნიკალური ფოლკლორული ტრადიციების შენარჩუნებისა და თაობებისთვის გადაცემისთვის.
მამუკა კიზირია – ა(ა)იპ აბაშის საფეხბურთო კლუბ „ზანას“ მწვრთნელი, მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მრავალწლიანი ნაყოფიერი სამწვრთნელო საქმიანობისა და მომავალი თაობების აღზრდისთვის გაწეული დაუღალავი შრომისთვის.
მზია ჯიქია – ა(ა)იპ „აბაშის კეთილმოწყობის“ თანამშრომელი, ქალაქის სისუფთავეზე, იერსახესა და კეთილმოწყობაზე ყოველდღიური, თავდაუზოგავი ზრუნვისთვის, კეთილსინდისიერი შრომისა და მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული ერთგული სამსახურისთვის.
სოსო ჩაგანავა – ა(ა)იპ „აბაშის კეთილმოწყობის“ თანამშრომელი, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის, კეთილსინდისიერი პროფესიული საქმიანობისა და ქალაქის კეთილმოწყობის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლი „ჰარირა“ – ქართული ხალხური სიმღერისა და ეროვნული ქორეოგრაფიის განვითარებაში ათწლეულების განმავლობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, ქართული კულტურის, ტრადიციებისა და ეროვნული თვითმყოფადობის ერთგული მსახურებისთვის.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის თითოეულ მათგანს მრავალწლიანი თავდადებული საქმიანობისთვის, პროფესიონალიზმისა და მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

მსგავსი ინფორმაცია:
სააღდგომო საჩუქარი აფხაზეთიდან დევნილებს

სააღდგომო საჩუქარი აფხაზეთიდან დევნილებს

ანსამბლ „ჰარირას“ ფოლკლორის საღამო აბაშაში

ანსამბლ „ჰარირას“ ფოლკლორის საღამო აბაშაში

აბაშობა-2023“-ის ფარგლებში  სხვადასხვა საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს

"აბაშობა-2023“-ის ფარგლებში სხვადასხვა საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს

დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება

საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება

9 აპრილის მოვლენებიდან 31 წელი გავიდა

9 აპრილის მოვლენებიდან 31 წელი გავიდა

სოფლის მხადაჭერის პროგრამა

სოფლის მხადაჭერის პროგრამა

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა აბაშის მუნიციპალიტეტში

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა აბაშის მუნიციპალიტეტში

მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

მერაბ დვალიშვილმა UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაიცვა

მერაბ დვალიშვილმა UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაიცვა

გილოცავთ 26 მაისს

გილოცავთ 26 მაისს

გილოცავთ სტუდენტობას, როგორც აბაშის, ასევე სრულიად საქართველოს ახალგაზრდობას

გილოცავთ სტუდენტობას, როგორც აბაშის, ასევე სრულიად საქართველოს ახალგაზრდობას

მერიის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

მერიის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

Skip to content