„აბაშობა-2026“ – ის ფარგლებში, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში სხვადასხვა საზეიმო და კულტურული ღონისძიებები გაიმართა.
სახალხო დღესასწაულს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი გიგა გაბელაია, საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია, მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატი საქართველოს პარლამენტში ილია ინჯია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ.
სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში წარმოდგენილი იყო საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა საშემოდგომო პერფორმანსი, ანიმატორების შოუ და საბავშვო გასართობი ატრაქციონები. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ფოტოგამოფენა, აბაშელ ახალგაზრდა ხელოვანთა ნამუშევრები და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდში დაცული, აბაშის ტერიტორიაზე მდებარე ეკლესიების ქრისტიანული ხელოვნების ნიმუშების ფოტოასლები.
გაიმართა ფოლკლორული კონცერტი ადგილობრივი საბავშვო და ახალგაზრდული ანსამბლების მონაწილეობით.
თითოეული სოფელი სტუმრებს მრავალფეროვანი საშემოდგომო ნობათით, ტრადიციული მეგრული კერძებითა და საკუთარი კუთხისთვის დამახასიათებელი ელემენტებით გაუმასპინძლდა. ადგილზე ტარდებოდა მეგრული კერძების მასტერკლასები, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ მეგრული სამზარეულოს ტრადიციებსა და კულინარიულ თავისებურებებს.
მსგავსი ინფორმაცია:

აბაშის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება დაიწყო

რეგიონული თამაშები მაგიდის ჩოგბურთში გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში (FAO) პროექტის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აბაშის მერიაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ შეხვედრა გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში, შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების დღესთან დაკავშირებით „ბოჩაში“ სამოყვარულო ...

მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვა იწყება

შეხვედრა ახალგაზრდა სპორტსმენებთან

კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრში ღვთისმშობლის წილხვდომობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება...

კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის კომპლექსის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკანსია მუნიციპალიტეტის მერიაში

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

საახალწლო დღეები იწყება

უანგარო დონაციის აქცია, „გაიღე სისხლი, გაუზიარე სიცოცხლე“ გაიმართა




















