აბაშა-მარტვილის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 15-კმ-იანი მონაკვეთის შეკეთების სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
აღნიშნული გზა მარტვილსა და აბაშას ერთმანეთთან აკავშირებს.
პროექტის ფარგლებში გზის სავალ ნაწილზე იგება ასფალტ-ბეტონის საფარი და ეწყობა ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოინიშნება გზის სავალი ნაწილი და მოეწყობა საგზაო ნიშნები.
მიმდინარე სამუშაოებს მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერები ალექსანდრე გრიგალავა და ლევან მაკალათია გაეცნენ.
“ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ამ გზის მოწესრიგება ორმაგად მნიშვნელოვანია, – დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, საგრძნობლად გაიზრდება ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ეკონომიკური აქტივობა და მეორე, – შევძლებთ მივიღოთ კიდევ მეტი სტუმარი, რაც გააჩენს დამატებით სამუშაო ადგილებს და სტიმულს უფრო სწრაფი განვითარებისათვის. ამისთვის ჩვენ სხვა მიმართულებებითაც ვმუშაობთ, თუმცა გამართული ინფრასტრუქტურა, უსაფრთხო და მოწესრიგებული გზები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია“ – განაცხადა ალექსანდრე გრიგალავამ.
„აბაშა-მარტვილის კეთილმოწყობილი გზა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რამდენადაც მოქალაქეებს გაუმარტივებს გადაადგილებას და, რაც მთავარია, გამართული ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს წარმატებულ და განვითარებულ სოფელს, ოჯახების ეკონომიკურად გაძლიერებას და უკეთეს ხვალინდელ დღეს“ – განაცხადა ლევან მაკალათიამ.
პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორცილებს.
მსგავსი ინფორმაცია:

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ აბაშაში საღვთო ლიტურგია აღავლინა

ღვაწლმოსილ პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა

ეროვნული სამოსის დღე

აბაშის მუნიციპალიტეტში, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში საჯარო სკო...

სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელება იწყება

აბაშის მუნიციპალიტეტში უამინდობისგან შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებები გატ...

საახალწლო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა

შენდება ახალი აგრობაზარი

უამინდობისგან შექმნილი პრობლემები აღმოფხვრილია

აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას იუბილე აღინიშნა

21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა

ზრუნვა სოფელსა და ფერმერებზე






