საგრანტო პროგრამებზე 2023 წლის ბიზნეს იდეების მიღება 3 აპრილიდან იწყება.
პროგრამის პირობებსა და მონაწილეობის კრიტერიუმებზე საინფორმაციო შეხვედრა, აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში დაინტერესებულ პირებთან გაიმართა.
აღნიშნულ პროგრამებთან დაკავშირებით ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მენეჯერმა, გიორგი კვარაცხელიამ.
სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სურს საკუთარი ბიზნეს იდეის წარმატებულ საქმიანობად გარდაქმნა, ან არსებული ბიზნესის გაფართოება.
გრანტის მაქსიმალური მოცულობა 30 000 ლარს შეადგენს. მეწარმის მხრიდან განსახორციელებელი თანამონაწილეობის თანხა შეადგენს გრანტის თანხის არანაკლებ 20%-ს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში არანაკლებ 10%-ს.
არსებული ბენეფიციარის შემთხვევაში, ბენეფიციარის თანამონაწილეობა გრანტის თანხის არანაკლებ 50%-ით, მაღალმთიან დასახლებებში კი, არანაკლებ 25%-ით განისაზღვრა.
,,აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის მიზანია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის, ბიზნესის წამოწყებისათვის ან/და არსებულის გადაიარაღებისათვის აუცილებელი ფინანსური მხარდაჭერა და ტექნიკური დახმარება.
მსგავსი ინფორმაცია:

გახდი შენი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდა დელეგატი

იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აბაშაში 200-მდე მარადმწვანე წიწვოვანი მცენარე დაირგო

გილოცავთ სკოლის დამთავრებას

იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა

განცხადება

აბაშის ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში გადმოცემული სამაგ...

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით პროექტების განხორციელება მიმდინარეობს

ვენახების კადასტრის პროგრამასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ბრძანება სტაჟირების კონკურსის გამოცხადების შესახებ

აბაშა 2024 წლის მოლოდინში

ფრენბურთის მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართა






