შეხვედრა პირველი მაისის საჯარო სკოლაში

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი გიგა გაბელაია, მოადგილეებთან ერთად პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში, საჯარო სკოლის უფროსკლასელებსა და პედაგოგებს შეხვდა.
გიგა გაბელაიამ ისაუბრა ახალგაზრდების ჩართულობასა და როლზე მუნიციპალიტეტის განვითარებაში და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყოველთვის მხარს დაუჭერს მათი შესაძლებლობების განვითარებას, რადგან ახალგაზრდული მიმართულების ხელშეწყობა მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. საუბარი ასევე შეეხო პროფესიული განათლების ხელშეწყობის საჭიროებასაც და ინტერნეტიზაციას.
მერმა პედაგოგებთან ისაუბრა განათლების სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. აღნიშნა, რომ საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და პედაგოგებისთვის უკეთესი პირობების შექმნა, ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. ჩვენს მუნიციპალიტეტში დაგეგმილია 2 ახალი სკოლის მშენებლობა, მიმდინარეობს სამი სკოლის რეაბილიტაცია, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ იზრდება საჯარო სკოლების პედაგოგთა ხელფასები.
მერმა ასევე 2024 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა, მისი თქმით ახალგაზრდების ჩართულობას ამ პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ახალგაზრდებმა შეხვედრაზე თავიანთი იდეები და სურვილები გამოთქვეს მუნიციპალიტეტში გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით.
„ჩვენი ხელისუფლების პერიოდში საგანმანათლებლო სფეროში ბევრი საინტერესო რეფორმა გატარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ახალგაზრდების ხელშეწყობა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ისინი აქტიურად არიან ჩართულები მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში და მუდმივად კომუნიკაციაში არიან ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მუნიციპალიტეტის მხრიდან კი საინტერესო ინიციატივებს ყოველთვის ექნება მხარდაჭერა,“-განაცხადა გიგა გაბელაიამ.
მერის შეხვედრები პედაგოგებსა და უფროსკლასელებთან მუნიციპალიტეტის სკოლებში გაგრძელდება.

მსგავსი ინფორმაცია:
ახალი გზა ქოლობანში

ახალი გზა ქოლობანში

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა საზოგადოებას 2023 წლის ანგარიში  წარუდგინა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა საზოგადოებას 2023 წლის ანგარიში წარუდგინა

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ყანების ცივი შესხურებით დამუშავება

ყანების ცივი შესხურებით დამუშავება

აბაშის მუნიციპალიტეტს, ჯგუფი „ეგარი“ ეწვია

აბაშის მუნიციპალიტეტს, ჯგუფი „ეგარი“ ეწვია

„ახალგაზრდული დღეები“ გრძელდება!

„ახალგაზრდული დღეები“ გრძელდება!

ტრენინგი მოხალისეთა ჯგუფისთვის

ტრენინგი მოხალისეთა ჯგუფისთვის

აბაშის მუნიციპალიტეტში ევროპის სპორტის კვირეული ჩატარდა

აბაშის მუნიციპალიტეტში ევროპის სპორტის კვირეული ჩატარდა

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა

მარნის კულტურის სახლში კოტე მარჯანიშვილის თეატრი „სხვენის“ სპექტაკლი “მეზუნია ჩიტები” გაიმართა

მარნის კულტურის სახლში კოტე მარჯანიშვილის თეატრი „სხვენის“ სპექტაკლი “მეზუნია ჩიტები” გაიმართა

დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

„ახალგაზრდული დღეები 2023“ გრძელდება

„ახალგაზრდული დღეები 2023“ გრძელდება

აბაშელები ანზორ ერქომაიშვილს გამოემშვიდობნენ

აბაშელები ანზორ ერქომაიშვილს გამოემშვიდობნენ

საკრებულოს N2 სხდომა.

საკრებულოს N2 სხდომა.

Skip to content