აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა საზოგადოებას 2023 წლის ანგარიში წარუდგინა

დღეს, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ საზოგადოებას აბაშის მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარუდგინა.
მერი მოქალაქეებს, ახლადგახსნილ საინფორმაციო ტურისტული ცენტრის შენობაში შეხვდა.
გიგა გაბელაიამ აღნიშნულ შეხვედრაზე განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებზე.
„ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელეთ უკეთესი ცხოვრების პირობებისთვის, მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ და მოსახლეობის როლი ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია, ყველა პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტში ხორციელდება, მხოლოდ მოქალაქეების საჭიროებებზეა მორგებული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელისუფლებისა და მოქალაქეების თანამშრომლობა, ახალგაზრდების სწავლისა და დასაქმების ხელშეწყობა, ვინაიდან სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ახალგაზრდობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფასეულობას წარმოადგენს.
ჩვენი საზრუნავი საერთო საქმეა – მუნიციპალიტეტის განვითარება და წარმატება. ერთიანი ძალისხმევით, ერთად დგომით ჩვენ აბაშის მუნიციპალიტეტს კიდევ უფრო მეტ კეთილდღეობას მოვუტანთ“,-განაცხადა გიგა გაბელაიამ.
2023 წელს არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა აბაშის მუნიციპალიტეტში.
რეაბილიტირდა და ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო 28 კმ-მდე გზაზე. აქედან რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით 22 კმ-მდე გზა მოწესრიგდა.
დასრულდა ინფრასტრუქტურული პროექტი ტყვირის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც N5 ქუჩიდან, მაცხოვრის სახელობის XIV საუკუნის ტაძრამდე, 3,2 კმ. გზაზე ცემენტო-ბეტონის საფარი დაიგო. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 291 600 ლარით დაფინანსდა.
2023 წლის 11-14 იანვრის სტიქიის შედეგების (შტორმული ქარი) სალიკვიდაციო პროექტის ფარგლებში ავარიული და საცხოვრებლად გამოუსადეგარი 5 სახლის ნაცვლად, ახალი, თანამედროვე საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დასრულების პროცესშია. პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 450 000 ლარს შეადგენს.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების პროექტის ფარგლებში დაზიანებული მილ-ხიდების, დამბებისა და სხვა ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
უახლოეს დღეებში დაიწყება 10 კმ-მდე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები,საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 2 882 504 ლარი დაიხარჯება.
პრეზენტაციას მოქალაქეებთან ერთად მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის მერმა მადლობა გადაუხადა გუნდის თითოეულ წევრს გაწეული სამსახურისთვის.
გიგა გაბელაიამ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხა.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content