
სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრავე მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მოხალისეთა ჯგუფები შეიქმნა.
მოხალისეთა ჯგუფებში რეგიონის მასშტაბით 130 ადამიანი შედის. მოხალისეს უნდა დაეკმაყოფილებინა გარკვეული კრიტერიუმები, რომლებიც სპეციალისტებთან კონსულტაციის საფუძველზე შემუშავდა. პირველ ეტაპზე შექმნი მოხალისეთა ჯგუფები მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისგან დაკომპლექტდა. ჯგუფები გაივლიან საჭირო კონსულტაციებს და აღჭურვილნი იქნებიან სპეციალური ეკიპირებით. აღნიშნული ჯგუფი მუნიციპალიტეტებში მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში ამუშავდება.
რეგიონის მუნიციპალიტეტებში ასევე დაწყებულია მოხალისეთა მეორე ჯგუფის დაკომპლექტება, რომლებშიც გაწევრიანება ნებისმიერ სრულწლოვან მსურველს შეუძლია. რეგისტრაცია შეგიძლიათ მუნიციპალიტეტებში არსებული ცხელი ხაზის მეშვეობით.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერია:
ცხელი ხაზი: 599 85 58 12; 599 44 88 58
ელ ფოსტა: abashismeria@gmail.com
საჭიროების შემთხვევაში მოხალისეები შეასრულებენ სხვადასხვა დავალებებს, მათ შორის სოციალურდ დაუცველ ხანდაზმულებს, ვინც ვერ ახერხებს უფასო სასადილოში მისვლას ბინაზე მიართმევენ საკვებს და სხვა საჭირო ნივთებს.
მსგავსი ინფორმაცია:

სადეზინფექციო სამუშაოები

სახალხო დღესასწაული "აბაშობა-2023" აღინიშნება

ილია თოფურია UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონია

აბაშის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

7X7 ფეხბურთის სამოყვარულო ჩემპიონატის „მასტერ ლიგის“ მუნიციპალური ეტაპი დასრულდა.

ჩვენ ვირჩევთ თანაბარ შესაძლებლობებს

გილოცავთ სტუდენტობას!

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით საახალწლო ღონისძიებები გაიმართება

აბაშის მუნიციპალიტეტში 19 კმ-დე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ბრძანება რეორგანიზაციის მეორე ეტაპის შესახებ

უკრაინის ფოსტა - საქართველო 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწ...

გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

,,აწარმოე საქართველოში’’ პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრას გამართავს
