სოფელ საგვაზაოში სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა

“თვითმმართველობის საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ერთად უნდა დავგეგმოთ აბაშის მომავალი, ახალგაზრდების უმთავრესი ღირებულება ხომ ცოდნაა, განათლების მიღებაზე მოტივირებული თაობა კი ქვეყნის უკეთესი მომავლის ფუნდამენტია,”-განაცხადა აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ საგვაზაოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრაზე.
გიგა გაბელაია ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ საგვაზაოს სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს საკრებულოს თავმჯდომარესთან, გელა ხოშტარიასთან და ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან, ნიკა გვაზავასთან ერთად შეხვდა.
მერმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ახალგაზრდული მიმართულების ხელშეწყობა მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია, საჭიროა მუდმივად კომუნიკაციაში იყვნენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა მაქსიმალურად ხელი შეუწყონ ახალგაზრდული გარემოს გაჯანსაღებას აბაშის მუნიციპალიტეტში, დაგეგმონ პროექტები და ერთად იმსჯელონ განხორციელების გზებზე.
საუბარი შეეხო პროფესიული განათლების ხელშეწყობის საჭიროებას, განიხილეს სპორტული სივრცეების რეაბილიტაციის საკითხი.
შეხვედრას სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებული მოსწავლეები ესწრებოდნენ, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ადგილობრივი ხელისუფლება მხარს დაუჭერს მათი წვრთნისა და ვარჯიშისთვის კარგი პირობების შექმნას, რათა შეძლონ საკუთარი ნიჭის მაქსიმალური განვითარება.
მერმა პედაგოგებთან ისაუბრა განათლების სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. მერის თქმით, საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და პედაგოგებისთვის უკეთესი პირობების შექმნა, ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა იქნება ინფრასტრუქტურულად გამართული, ჩვენს მუნიციპალიტეტში დაგეგმილია 2 ახალი სკოლის მშენებლობა, მიმდინარეობს სამი სკოლის რეაბილიტაცია.
სკოლებში შეხვედრები გაგრძელდება, რომლის მიზანია, შეიქმნას ეფექტური წინაპირობა ახალგაზრდებისთვის, მმართველობის პროცესში მონაწილეობისა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად, თავად შეაფასონ პრობლემური სიტუაცია და აირჩიონ მოგვარების გზა.

 

 

მსგავსი ინფორმაცია:
სურსათის ეროვნული სააგენტო და თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ფერმერებს აგროღონისძიებების შეუფერხებლად...

სურსათის ეროვნული სააგენტო და თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ფერმერებს აგროღონისძიებების შეუფერხებლად...

აბაშაში ავარიული სახლების ნაცვლად ახალი სახლების მშენებლობა მიმდინარეობს

აბაშაში ავარიული სახლების ნაცვლად ახალი სახლების მშენებლობა მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში სოფლის  განვითარების სააგენტოს  ორგანიზებით, მეფუტკრე ფერმერებისთვის   ტრენინ...

აბაშის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, მეფუტკრე ფერმერებისთვის ტრენინ...

საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების  პროგრამასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის დახმარების ჩარიცხვა დაიწყო

17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის დახმარების ჩარიცხვა დაიწყო

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა

დასუფთავების მსოფლიო დღე

დასუფთავების მსოფლიო დღე

აბაშის მუნიციპალიტეტში ნინი შონიას სოლო კონცერტი გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში ნინი შონიას სოლო კონცერტი გაიმართა

აბაშაში მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო სკრინინგი გაიმართა

აბაშაში მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო სკრინინგი გაიმართა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესი დაიწყო

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესი დაიწყო

31 მარტი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეა

31 მარტი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეა

აბაშის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან  შეხვედრები დასრულდა

აბაშის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წელი მიულოცა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წელი მიულოცა

კეთილარის ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვედრა გაიმართა

კეთილარის ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვედრა გაიმართა

Skip to content