აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძლიერი ქარის შედეგად მუნიციპალური სამსახურების მიერ მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა მოგლეჯილი ხეებისაგან ჩახერგილი გზები.
ღამით სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელ სახლებზე გადახდილია სახურავები და დაზიანებულია ელსადენები.
ძლიერი ქარისაგან დაზიანებული ელქტრობოძების გამო ამ დრომდე არ მიეწოდება ელენერგია მუნიციპალიტეტის მოსახლეობას.
შექმნილ ვითარებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია მოადგილეებთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე ეცნობა.
მერიის მობილური ჯგუფები აგრძელებენ მონიტორინგს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, 24 საათიან რეჟიმში ჩართულები არიან ა(ა)იპ „კეთილმოწყობის“, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“, სამაშველო და მერიის სამსახურების თანამშრომლები.
შემოსულ შეტყობინებაზე შესაბამისი სამსახურების მიერ ოპერატიულად ხორციელდება რეაგირება.
მერიაში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, თავი შეიკავოთ ქუჩაში გადაადგილებისგან.
საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 599 44 88 58
მსგავსი ინფორმაცია:

აბაშის მუნიციპალიტეტის საცხენოსნო იპოდრომზე ქართული ხალხური ცხენოსნობის დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი...

ნიჩბოსნების მორიგი წარმატება

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ააიპ „კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის“ თანამშრომლებს შეხვდ...

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა

სუჯუნის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, ლაშა კუცია წარუდგინეს

განცხადება

რაულ ჩილაჩავას შემოქმედებითი საღამო

1989 წლის 9 აპრილს დატრიალებული ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აიცრა

კეთილარის ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვედრა გაიმართა

სოფელ ბულვანში ასფალტის საფარი დაიგო

პროექტი „ჯარის ბანაკი“ იწყება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აბაშაში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა






