“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა სუჯუნის, ზანათისა და წყემის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
შეხვედრებზე გამოიკვეთა პრიორიტეტები:
სუჯუნის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული ჭაბურღილი ამოიწმინდება და გამოიცვლება მილხიდი. ეწერში კი N4 და N9 ქუჩებზე ამოიწმინდება არხი, მოიხრეშება საძოვართან მისასვლელი გზა, საბავშვო ბაღში მოეწყობა სველი წერტილი. წალიკარში კი მოიხრეშება სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან მისასვლელი გზა.
ზანათის ადმინისტრაციულ ერთეულში, გამოღმა ზანათში N6 და N8 ქუჩებზე არსებულ ელ.ენერგიის ბოძებზე დამონტაჟდება ლამპიონები, სამიმინოშვილოს უბანში ბაღის ირგვლივ და სუჩანეიშვილოს უბანში მინი სტადიონზე შეიცვლება მავთულბადეები, საძოვარზე ახალი ჭაბურღილი მოეწყობა, ახალსოფლის უბანში აშენდება მოსაცდელი. გაღმა ზანათში მავთულბადით შემოკავდება სკვერი და აშენდება მოსაცდელი.
წყემის ადმინისტრაციულ ერთეულში მოეწყობა გარე განათება.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების განსახორციელებლად, სუჯუნის ადმინისტრაციულ ერთეულს გამოეყო 46 000 ლარი, ზანათის ადმინისტრაციულ ერთეულს 32 000 ლარი, წყემის ადმინისტრაციულ ერთეულს კი 16 000 ლარი.
მსგავსი ინფორმაცია:

აბაშის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი და ხელოვნურსაფარიანი სტადიონი აშენდება

2023 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში

კონსტანტინე გამსახურდია - 127

მაგიდის ჩოგბურთში რეგიონული პირველობა გაიმართა

ჩვენ ვირჩევთ თანაბარ შესაძლებლობებს

აბაშელი ახალგაზრდები ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში გაემგზავრნენ

ბრძანება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასახლებების საერთო კრებების ჩატარების შესახებ 2024 ...

ვაჟა-ფშაველას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში სამუშაოები...

დღეს მეხანძრე-მაშველის დღე აღინიშნება

მდგრადი განვითარების მიზნების აბაშის მუნიციპალური დოკუმენტი
აბაშის მუნიციპალიტეტის მერია

განცხადება











