წარჩინებული კურსდამთავრებულების დაჯილდოება გაიმართა

დღეს, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წლების წარჩინებული სკოლადამთავრებულები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ,,წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამის’’ ფარგლებში, ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ.
აღნიშნულ სასწავლო წლებში 29 კურსდამთავრებულმა დაიმსახურა მედალი, მათ შორის 20 ოქროს და 9 ვერცხლის მედალია.

მედლები და ფასიანი საჩუქრები, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, 16 წარჩინებულ კურსდამთავრებულს პირადად გადასცა.

„გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს, თქვენი წარმატება ხომ თითოეული ჩვენგანის უდიდესი სიხარულია, ხვალინდელი დღის იმედია. განსაკუთრებით ამაყი ვარ, რადგან ჩვენ გვყავს კურსდამთავრებულები, ახლა უკვე სტუდენტები, რომლებმაც დიდი შრომის ფასად მიიღეს ეს ჯილდო და დღეს მთელი პასუხისმგებლობით აგრძელებენ სწავლას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. მადლობა პედაგოგებს, მშობლებს, სწორედ მათი დიდი თანადგომის შედეგია, ის, რომ გვყავს განათლებული, მიზანდასახული ახალგაზრდები. თითოეულ მათგანს წარმატებებს ვუსურვებ პროფესიული სრულყოფის გზაზე, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მათ და ერთად განვახორციელოთ ბევრი საინტერესო პროექტი,“- აღნიშნა შეხვედრაზე გიგა გაბელაიამ.

დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ: ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის დეკანოზი, კონსტანტინე კაჭარავა, მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, მოადგილე გიგა ჯვარელია, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მერაბ მიგინეიშვილი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, ნათია იობაია და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.

ოქროს მედლები გადაეცათ: ანა ლიპარტია, ნათია ჭანტურია, მარიკა კაჭარავა, (I საჯარო სკოლა), ქეთევან გაბუნია, თამთა ძველაია, გვანცა შონია, მზევინარ შუბლაძე (II საჯარო სკოლა), გიორგი დარცმელიძე, მედეა ქურდობაძე (სამიქაოს საჯარო სკოლა), ნინო ცაგურია, ნინო ცანავა (ქოლობნის საჯარო სკოლა), ია მიმინოშვილი (ზანათის საჯარო სკოლა), ნინო კაჭარავა (კეთილარის საჯარო სკოლა), გვანცა შიუკაშვილი (მაიდნის საჯარო სკოლა).
ვერცხლის მედლები გადაეცათ: მართა კორძახია (I საჯარო სკოლა), ნიკა საჯაია (II საჯარო სკოლა).

მუნიციპალიტეტის მერიისგან ასევე ფასიანი საჩუქარი გადაეცა, 2020-2021 სასწავლო წლის 100 პროცენტიანი გრანტის მფლობელ კურსდამთავრებულს, ლიზი ესაკიას.

დღეს ასევე დაჯილდოვდნენ საქართველოს ჩემპიონები ნიჩბოსნობაში: გიორგი გაბელაია, დათო თოფურია და ლიზი ჭანტურია. საქართველოს ნაკრების წევრები მაგიდის ჩოგბურთში: ნინი ლიპარტია და გიორგი ლიპარტია. საქართველოს 2021 წლის თასის მფლობელი ბალახის ჰოკეის გოგონათა და ვაჟთა გუნდები.

გიგა გაბელაიამ კიდევ ერთხელ მიულოცა სპორტსმენებს და წარმატებები უსურვა მათ.

 

 

 

მსგავსი ინფორმაცია:
აბაშის მუნიციპალიტეტში დავით კაჭარავას ქუჩაზე  საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეო...

აბაშის მუნიციპალიტეტში დავით კაჭარავას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეო...

მარნის კულტურის სახლში სპექტაკლი „ხალდე“ გაიმართება

მარნის კულტურის სახლში სპექტაკლი „ხალდე“ გაიმართება

ნაპირსამაგრი სამუშაოები

ნაპირსამაგრი სამუშაოები

სოფელ მაცხოვრისკარში ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა

სოფელ მაცხოვრისკარში ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა

სახალხო დღესასწაული აბაშობა-2023 აღინიშნება

სახალხო დღესასწაული "აბაშობა-2023" აღინიშნება

შეხვედრა მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში

შეხვედრა მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში

ეროვნული გამოცდები დაიწყო

ეროვნული გამოცდები დაიწყო

აბაშის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს

ლომინ გუგუშვილის დაბადებიდან 160-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

ლომინ გუგუშვილის დაბადებიდან 160-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

აბაშაში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

აბაშაში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

აბაშაში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

აბაშაში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

25 მარტი - ავტოკეფალიის აღდგენის დღე

25 მარტი - ავტოკეფალიის აღდგენის დღე

ბრძანება რეორგანიზაციის მეორე ეტაპის შესახებ

ბრძანება რეორგანიზაციის მეორე ეტაპის შესახებ

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა აბაშის მუნიციპალიტეტში

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა აბაშის მუნიციპალიტეტში

Skip to content