ლომინ გუგუშვილის დაბადებიდან 160-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში ცნობილი ფოლკლორისტის, მომღერლის, ლოტბარის, ლომინ გუგუშვილის დაბადებიდან 160-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ღონისძიება სოფელ ეწერში, დურუ გუგუშვილის ეზოში ჩატარდა, სადაც გამოიფინა ლომინ გუგუშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები, ასევე პაატა ქურდოვანიძის ფოტოები “აბაშა 100 წლის წინ”. გამომსვლელებმა ისაუბრეს ცნობილი ლოტბარის შემოქმედების და დამსახურებების შესახებ.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ანსამბლები: ,,ჰარირა“, ,,სუჯუნა“ და მაკალათიების მუსიკალური ოჯახი.
საღამოს ესწრებოდნენ: აბაშის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გიგა ჯვარელია, კულტურის, ძეგლთა დაცვის და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი, შალვა დარცმელიძე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
ღონისძიება მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის და ტურიზმის განვითარების სამსახურისა და კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
ლომინ გუგუშვილის ხელმძღვანელობით მართავდა კონცერტებს სუჯუნის მომღერალთა გუნდი 20-30-იან წლებში. „ოდოიას“ დღემდე მოღწეული პოპულარული ვარიანტის ჩამოყალიბებაში მას განსაკუთრებული როლი აქვს შესრულებული.
აბაშის მომღერალთა გუნდისთვის წარმატებული იყო 1926¬-1932 წლებში ზუგდიდში გამართული სამეგრელოს რაიონთაშორისო ოლიმპიადები, 1932 წელს მან მედალი, ქების სიგელი და ფულადი პრემია მიიღო.
1934 წელს ამიერკავკასიის ხალხთა ოლიმპიადაზე აბაშელი მომღერლების მიერ შესრულებული „ოდოიას“ ლომინ გუგუშვილისეულმა ვარიანტმა მაყურებელთან ერთად გამოჩენილი მუსიკათმცოდნეებიც აღაფრთოვანა.
1938-ში ხალხური სიმღერისა და ცეკვის სრულიად საქართველოს მე-5 რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე აბაშის გუნდმა კვლავ წარმატება იზეიმა.
წლეულს ცნობილი მომღერლის, ფოლკლორისტის, ლოტბარის დაბადებიდან 160-ე წლისთავი შესრულდა.

მსგავსი ინფორმაცია:
დეზინფორმაცია აბაშის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის შესახებ

დეზინფორმაცია აბაშის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის შესახებ

გილოცავთ სკოლის დამთავრებას

გილოცავთ სკოლის დამთავრებას

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში (FAO) პროექტის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში (FAO) პროექტის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

განცხადება

განცხადება

მარნის კულტურის სახლში კოტე მარჯანიშვილის თეატრი „სხვენის“ სპექტაკლი “მეზუნია ჩიტები” გაიმართა

მარნის კულტურის სახლში კოტე მარჯანიშვილის თეატრი „სხვენის“ სპექტაკლი “მეზუნია ჩიტები” გაიმართა

ოლიმპიადაში გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა

ოლიმპიადაში გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა

მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის შესახებ შეხვედრა გაიმართა

მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის შესახებ შეხვედრა გაიმართა

შეხვედრა მაცხოვრის კარის საჯარო სკოლაში

შეხვედრა მაცხოვრის კარის საჯარო სკოლაში

ნინი ლიპარტია ბრინჯაოს პრიზიორია

ნინი ლიპარტია ბრინჯაოს პრიზიორია

გილოცავთ ღვთისმშობლობას

გილოცავთ ღვთისმშობლობას

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი აბაშის ეროვნულ საცხენოსნო სპორტულ კლუბში იმყოფებოდა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი აბაშის ეროვნულ საცხენოსნო სპორტულ კლუბში იმყოფებოდა

აბაშის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურა

აბაშის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურა

დღეს აბაშის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დავით კაჭარავას 100 წელი შეუსრულდა

დღეს აბაშის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დავით კაჭარავას 100 წელი შეუსრულდა

Skip to content