პრეზენტაცია ტერიტორიული რეზერვის შესახებ

ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში, ტერიტორიული რეზერვის შესახებ ვრცელი პრეზენტაცია წარმოადგინეს.
ტერიტორიული რეზერვის დეტალებზე ისაუბრეს ეროვნული გვარდიის რეზერვისა და მობილიზაციის განყოფილების უფროსმა, მაიორმა ფრიდონ მახარაძემ და ეროვნული გვარდიის სენაკის რეკრუტთა ცენტრის უფროსმა, კაპიტანმა ზაალ გარუჩავამ.
შეხვედრას აბაშის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
აქტიურ რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია.
რეზერვისტთან გაფორმდება 5 წლიანი კონტრაქტი და მას შეუნარჩუნდება სამოქალაქო სამსახური.
საბრძოლო მომზადება თითოეული წლის განმავლობაში შეადგენს არაუმეტეს 45 დღისა.
რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 2700 ლარია.
18 დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის გავლის შემდეგ, სავალდებულო სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.
საბუთები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე. ქ. სენაკი ცერცვაძის ქ N1 დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადა. ტელ: 595 80 49 42.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content