დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემა აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, მთავრობის ადმინისტრაციისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყისიერი რეაგირების შედეგად, აბაშის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის კომპენსაციის გაცემისა და დაზიანებული შენობების სახურავების რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, აბაშის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემის, ასევე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად ჯამში 1 086 000 ლარი გამოიყო.
მთავრობის განკარგულებით, აბაშის მუნიციპალიტეტში დაზიანებული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 800 000 ლარია გამოყოფილი.
დაზარალებული მოსახლეობის დაზიანებული კერძო სახლების კომპენსაციის გაცემის მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კი 286 000 ლარი გამოიყო.
დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემა აქტიურად მიმდინარეობს.
11-14 იანვარს ძლიერი შტორმული ქარის შედეგად მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებს. კერძოდ, დაზიანებულია 847 საცხოვრებელი სახლის სახურავი, ასევე დაზიანდა 4 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის, სკოლებისა და ბაღების სახურავები. გარე განათების ბოძები, სანათები და ელექტროგადამცემი ხაზები.
ძლიერმა შტორმულმა ქარმა დააზიანა და საცხოვრებლად საფრთხის შემცველი გახადა 6 საცხოვრებელი სახლი.
ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების, სკოლებისა და ბაღების სახურავების, სხვადასხვა ობიექტების რეაბილიტაციას მუნიციპალური სამსახურები ახორციელებენ.
სტიქიის დაწყების პირველივე დღიდან აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის, გიგა გაბელაიას ხელმძღვანელობით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას უწევდა სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ ყველა მერიის სამსახურსა და ააიპს, ასევე კოორდინირებულად მუშაობდა ყველა უწყებასთან (შსს საპატრულო პოლიცია, გადაუდებელი დახმარების სამსახური, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ენერგო-პრო ჯორჯია, „სოკარგაზი“)

მსგავსი ინფორმაცია:
ქოლობნის ადმინისტრაციულ ერთეულში ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის პროცესი დაიწყო

ქოლობნის ადმინისტრაციულ ერთეულში ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის პროცესი დაიწყო

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა

აბაშელმა სპორტსმენებმა ჩემპიონობა მოიპოვეს

აბაშელმა სპორტსმენებმა ჩემპიონობა მოიპოვეს

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა

COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს

COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს

აბაშაში საახალწლო ღონისძიება გაიმართება

აბაშაში საახალწლო ღონისძიება გაიმართება

უფასო სამედიცინო გამოკვლევები

უფასო სამედიცინო გამოკვლევები

სათემო ფორუმი-2023

სათემო ფორუმი-2023

აბაშაში ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგეს

აბაშაში ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგეს

აბაშის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის 95% დასრულებულია

აბაშის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის 95% დასრულებულია

დევნილებთან  შეხვედრა გაიმართა

დევნილებთან შეხვედრა გაიმართა

ორდღიანი შეხვედრა, რომელიც ათეასა და აბაშის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში მოეწყო

ორდღიანი შეხვედრა, რომელიც ათეასა და აბაშის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში მოეწყო

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

Skip to content