20 მარტს, 10:00-დან 18:00 საათამდე, აბაშის მუნიციპალიტეტში მოსახლეობისთვის გაიმართება უფასო სამედიცინო სკრინინგი.
სამედიცინო აქცია ჩატარდება აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერითა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით.
კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ მაღალკვალიფიციური ექიმებისგან სრულიად უფასოდ მიიღონ შემდეგი მომსახურებები:
* ძუძუს კიბოს სკრინინგი – 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალებისთვის;
* საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი – 25-დან 60 წლამდე ასაკის ქალებისთვის;
* მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი – 50-დან 70 წლამდე ასაკის ქალებისა და მამაკაცებისთვის;
* პროსტატის კიბოს სკრინინგი – 50-დან 70 წლამდე ასაკის მამაკაცებისთვის.
მისამართი: აბაშა, ჩიქოვანის ქ. N13 (ყოფილი არქივის შენობის მიმდებარე ტერიტორია)
აქციაში მონაწილეობისა და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით აბაშის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს: 595 80 15 07
მსგავსი ინფორმაცია:

ოკუპაციის დღე აბაშის მუნიციპალიტეტში

აბაშაში მეწარმეობით დაინტერესებულ პირებთან შეხვედრა გაიმართა

აბაშაში "ცხელების ცენტრი" ამოქმედდა

მიწის სისტემური რეგისტრაციის შესახებ, მოქალაქეებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

აბაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ეკლესიაში ზენერ ჩაგანავას ნამუშევრების გამოფენა გაიმარ...

ფეინთბოლის მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართა

შეხვედრა პირველი მაისის საჯარო სკოლაში

2008 წლის აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ააიპ „კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის“ თანამშრომლებს შეხვდ...

აბაშის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

აბაშის საცხენოსნო იპოდრომზე დოღი გაიმართა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესი დაიწყო

მარნის კულტურის სახლში თინათინ მღვდლიაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

