დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) სამღვდელოებასთან ერთად წირვა აღასრულა.
მრევლთან ერთად წირვას ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
წირვის დასასრულს მეუფემ იქადაგა და ახალ სამრევლოს გაეცნო.
ლიტურგიის შემდეგ ტაძრის ეზოში მისასალმებელი ღონისძიება გაიმართა.
მრევლი სიხარულით მიეგება ახალ მღვდელმთავარს.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრთან არსებული მამაკაცთა ვოკალური ჯგუფი „ჰარირა“ და პატარა დეკლამატორები.
მსგავსი ინფორმაცია:

2024 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებებისა და კონსულტაციების ჩატარების შესახე...

ლომინ გუგუშვილის დაბადებიდან 160-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია...

ფინალური შეხვედრა გაიმართა

სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი ყველა საბავშვო ბაღში განახლდა

„აბაშობა-2023“

სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აბაშაში

აბაშის მუნიციპალიტეტში, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში საჯარო სკო...

14 აპრილს დედაენის დღე აღინიშნება

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ ცვლილებებზე შეხვედრა გაიმართა

გილოცავთ შობა-ახალ წელს

აბაშის შემოსასვლელთან ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

აბაშელი ჰოკეისტები საქართველოს ჩემპიონები გახდნენ






