აბაშის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელთან ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამშენებლო სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, მოადგილესთან დავით ვერავასთან და აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან მაკალათიასთან ერთად გაეცნო.
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ღირსშესანიშნაობების შესახებ. შენობა აღიჭურვება კომპიუტერული სისტემებით, შემეცნებითი და კვების ობიექტებით. ცენტრი 24 საათის განმავლობაში მოემსახურება სტუმრებს და შესთავაზებს ტურისტულ სერვისებს. ვიზიტორებისთვის ასე მოეწყობა ავტოსადგომი.
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
სახელმწიფო რწმუნებულმა, მოადგილესთან და მერთან ერთად, ასევე დაათვალიერა სოფელ ძველ აბაშაში, ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით კლასიკოსი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის კომპლექსის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები.
პროექტი ითვალისწინებს ახალი, თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამუზეუმო კომპლექსის შექმნას. მოხდება კონსტანტინე გამსახურდიას სახლის რეკონსტრუქცია, აღდგება XIX საუკუნის ეთნოგრაფიული გარემო. საზოგადოებრივ-კულტურული აქტივობების ზონაში კი ღია ცის ქვეშ არსებულ სცენას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
მსგავსი ინფორმაცია:

ფრენბურთის მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად გრძელდება

აბაშაში ფეინთბოლის მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართება

აბაშაში მეწარმეობით დაინტერესებულ პირებთან შეხვედრა გაიმართა

მერი კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ხელოვნების სკოლის სამხატვრო განყოფილებაში იმყოფებო...

განცხადება

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა

აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებული ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებული ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა

საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ

აბაშის საცხენოსნო იპოდრომზე შეჯიბრება ცხენბურთში, ისინდსა და დოღში გაიმართა
















