დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს-სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.
სხდომას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია უძღვებოდა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის არჩევა
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მდივნის არჩევა და აბაშის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვა.
სამოქალაქო საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ზაურ თელია, მდივნად – ნანა კილასონია.
მრჩეველთა საბჭოს წევრებმა 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. გიგა გაბელაიამ არსებული გამოწვევების, მიზნების, ბიუჯეტში გათვალისწინებული სოციალური, ინფრასტრუქტურული და კულტურის მიმართულებებით არსებული პროგრამების შესახებ ისაუბრა და ყველა დასმულ შეკითხვას უპასუხა.
საბჭოს წევრებმა ყურადღება გაამახვილეს, სოციალური პროგრამების გაუმჯობესებისა და აუცილებელი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით, დამატებითი დაფინანსების აუცილებლობაზე, რაც უმთავრესად მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საჭიროებებზე იქნება მორგებული. სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის პარამეტრებთან დაკავშირებით ისაუბრეს და დასმულ შეკითხვებს ასევე უპასუხეს, მერიის შესაბამისი სამსხურების უფროსებმა.
საბჭოს წევრების მიერ 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტი მოწონებულ იქნა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საბჭო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მომავალში უფრო აქტიურად ჩაერთვება ბიუჯეტის მომზადებისა და მისი განხილვის პროცესში, რაც კვლავაც მოსახლეობის კეთილდღეობისკენ იქნება მიმართული.
მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საქმიანობის მიზანია, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის, მოსახლეობასა და მერს შორის ურთიერთკავშირის, მერის საქმიანობის ეფექტურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
მსგავსი ინფორმაცია:

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი საკრებულოს 2025 წლის მოწვევის პირველ სხდომას დაესწრო

ხორბლის მოსავლის აღება

17 ოქტომბერი ვეტერანის დღეა

აბაშის მუნიციპალიტეტში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ადამიანის უსაფრთხოების საკითხებზე

აბაშაში მზრუნველობამოკლებულთა სასადილოს ბენეფიციარებისთვის სადილის შინ მიტანა გრძელდება

უფასო სამედიცინო გამოკვლევები

აბაშის სოფლებში 15 კილომეტრამდე მოცულობის გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ,,ქართული მუსიკის კონცერტი“ გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი და ხელოვნურსაფარიანი სტადიონი აშენდება

აბაშის მუნიციპალიტეტში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია

მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა








